„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელიც 7 მარტს, საღამოს, თანაგუნდელებთან ერთად პოლიციამ დააკავა, ამბობს რომ უკვე თავისუფლები არიან, თუმცა ლაზერი წაართვეს.
უწყვეტი პროევროპული აქციების მიმდინარეობისას, ლაზერის მეშვეობი პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა საპროტესტო გზავნილებსა და ლოზუნგებს აწერდნენ.
7 მარტს, საღამოს, დაახლოებით, 23:00 საათზე პოლიციამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, ოთარ ფარულავა და ჯუბა ლოლაძე დააკავა. პოლიციამ ისინი ვარაზისხევზე გააჩერა იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდნენ, შემდეგ კი დააკავა.
დაკავებამდე, ოთო ფარულავამ მანქანიდან ფეისბუქლაივი ჩართო. კადრებში ჩანს, რომ მათთან საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი მივიდა. პატრულის წარმომადგენლებს ირაკლი კუპრაძემ უთხრა, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, რაზეც ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ჰკითხა, ამის გამო, რაიმე პრივილეგიით სარგებლობდნენ თუ არა?
პოლიციასთან საუბრის დროს ფეისბუქლაივი ჩართო ირაკლი კუპრაძემაც. იგი პატრულის თანამშრომელს ეუბნება, რომ მანქანაში არ აქვთ რაიმე კანონსაწინააღმდეგო და შეუძლიათ დაათვალიერონ.