ლაზარე გრიგორიადისი ციხეს სავარაუდოდ დღეს, 24 აპრილს დატოვებს

1 week ago 10

ლაზარე გრიგორიადისი დღეს, 24 აპრილს, სავარაუდოდ, ციხეს დატოვებს.

ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაციას ლაზარეს ადვოკატი თათია მანიჟაშვილი უდასტურებს.

“განაჩენი უკვე ჩავაბარეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ადმინისტრაცია მოამზადებს დოკუმენტაციას და გადაგზავნის პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდანაც ლაზარე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 18 საათამდე ველოდებით ლაზარეს გათავისუფლებას. გვეშველა!”, – ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტაციის გაგზავნას, ადვოკატის ინფორმაციით, მხოლოდ რამდენიმეწუთიანი პროცედურა სჭირდება.


7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს 12 აპრილს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.  განაჩენის გამოცხადებისთანავე მისი ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წავიდნენ და სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. პრეზიდენტმა იმავე დღეს განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.

ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების სავარაუდო თარიღი, პროცედურული მიზეზებით, რამდენჯერმე გადაიდო.

სრულად წაკითხვა