ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

2 days ago 7

საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს ქართული ვალუტის - ლარის 30 წლის იუბილე აღნიშნოს. ამისთვის 771 ათასი ლარი დაიხარჯება - ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გაფორმდება.

„ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2025 წელს დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი (2025 წლის 29 - 31 მაისი) მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების მონაწილეობით, ქართული ფულის კატალოგის გამოშვება, საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და სხვა“, - მიწერა ეროვნულმა ბანკმა შესყიდვების სააგენტოს.

30 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია:

  • ლოგოს და მისი ე.წ. ბრენდბუქის შემუშავება;
  • ღონისძიების ფროდაქშენ მომსახურება, მათ შორის საიმიჯო რგოლის დამზადება;
  • ღონისძიების ორგანიზება სასტუმრო „შერატონში“;
  • მიღების/Welcome reception და სადილის/gala dinner ორგანიზება 2025 წლის 29 და 30 მაისს (სარესტორნო მომსახურების გარდა);
  • სტუმრების დახვედრა - გაცილება.

საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

სრულად წაკითხვა