ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 20-22 აპრილის პერიოდისთვის

1 week ago 8

19 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 20 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.

აპრილის თვე გარკვეულწილად ლარის კურსის სტაბილურობით გამოირჩეოდა, ამასთან გამყარების ნიშნებით, თუმცა გასულ კვირაში შეინიშნებოდა ერთგვარი რყევებიც. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

16 აპრილი – 2.6699;
17 აპრილი – 2.6710;
18 აპრილი – 2.6753;
19 აპრილი – 2.6728.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, თან 0.0017 ლარით და 1 აშშ დოლარი 13 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6711 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

16 აპრილი – 2.8450;
17 აპრილი – 2.8387;
18 აპრილი – 2.8473;
19 აპრილი – 2.8592.

ისევე როგორც წინა ვაჭრობაზე ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც საგრძნობლად გამყარდა 0.0079 ლარით და 20 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8453 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3223 ლარი (გამყარდა 0.0126 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0819 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6709 (გამყარდა 0.0034 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5709 ლარი (გამყარდა 0.0010 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.7967 ლარი (გაუფასურდა 0.0043 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9404 ლარი (გამყარდა 0.0016 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.6889 ლარი (გამყარდა 0.0036 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2001 ლარი (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.0453 ლარი (გამყარდა 0.0290 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7288 ლარი (გამყარდა 0.0020 ლარით).

მარტი, რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, ეროვნული ვალუტისთვის მკვეთრი არასტაბილურობით გამოირჩეოდა, თუმცა აპრილში და ბოლო ვაჭრობებზე სახეზე იყო სტაბილურობა გამყარების ნიშნებით. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

16 აპრილი – 2.8530;
17 აპრილი – 2.8423;
18 აპრილი – 2.8348;
19 აპრილი – 2.8538.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი საყურადღებოდ 0.0215 ლარით გაუფასურდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 20 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8623 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სრულად წაკითხვა