5 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 30 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.
აგვისტოს თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის სერიოზული რყევებით გამოირჩევოდა, რაც სექტემბერშიც გაგრძელდა.
აშშ დოლართან მიმართებაში მრავალკვირიანი სტაბილური გამყარების პერიოდი აგვისტოს შუა თვეში დასრულდა და სახეზე იყო სერიოზული რყევები, თუმცა შემდეგ მეტნაკლები სტაბილურობისა და გამყარების ნიშნები გამოიკვეთა, რაც მცირე რყევებით სექტემბერშიც გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
2 სექტემბერი – 2.6940;
3 სექტემბერი – 2.6935;
4 სექტემბერი – 2.6971;
5 სექტემბერი – 2.6936.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0006 ლარით და 1 აშშ დოლარი 6 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.6930 ლარი ეღირება.
აგვისტოში დინამიური რყევები დაფიქსირდა ევროსთან მიმართებაში, რაც სექტემბერში მცირე მასშტაბებით გაგრძელდა, გაუფასურების ნიშნებით. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
2 სექტემბერი – 3.1579;
3 სექტემბერი – 3.1336;
4 სექტემბერი – 3.1397;
5 სექტემბერი – 3.1394.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0098 ლარით და 6 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1492 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, მეტნაკლებად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ცვალებადი კურსით და სერიოზული რყევებითაც, თუმცა ბოლო კვირაში გამოიკვეთა დასტაბილურების ნიშნებიც. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გაუფასურდა უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 6 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6310 ლარი (გაუფასურდა 0.0070 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0653 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6533 (გაუფასურდა 0.0014 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5836 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0381 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3545 ლარი (გაუფასურდა 0.0063 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7729 ლარი (გაუფასურდა 0.0003 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0511 ლარი (გამყარდა 0.0045 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.0682 ლარი (გაუფასურდა 0.0599 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8181 ლარი (გაუფასურდა 0.0013 ლარით).
აგვისტოში დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, თუმცა სექტემბერში გამოიკვეთა ლარის გამყარების ტენდენცია. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
2 სექტემბერი – 3.3319;
3 სექტემბერი – 3.3397;
4 სექტემბერი – 3.3119;
5 სექტემბერი – 3.3040.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0005 ლარით და 6 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3035 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი