14 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 8 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, ივლისში და აგვისტოს პირველ კვირაში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და ზოგ შემთხვევაში გაუფასურებაც.
აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
11 აგვისტო – 2.6198;
12 აგვისტო – 2.6191;
13 აგვისტო – 2.6181;
14 აგვისტო – 2.6171.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0009 ლარით და 1 აშშ დოლარი 15 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.6162 ლარი ეღირება.
ევროსთან მიმართებით ლარი ივლისში მცირე რყევებით მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თვის შუა რიცხვებიდან სახეზე იყო დინამიური გამყარება, თუმცა თვის ბოლოსკენ დინამიური გაუფასურებით შეიცვალა, ხოლო აგვისტოში ახალ ნიშნულზე მეტნაკლებად დასტაბილურდა. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
11 აგვისტო – 3.0274;
12 აგვისტო – 3.0214;
13 აგვისტო – 3.0205;
14 აგვისტო – 3.0191.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0042 ლარით და 15 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0233 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად დასტაბილური იყო, რიგ შემთხვევაში გამყარების ნიშნებით. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 15 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5395 ლარი (გაუფასურდა 0.0077 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0546 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5846 (გამყარდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5389 ლარი (გამყარდა 0.0007 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1432 ლარი (გამყარდა 0.0025 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2172 ლარი (გამყარდა 0.0070 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8803 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7413 ლარი (გამყარდა 0.0007 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.8652 ლარი (გაუფასურდა 0.0906 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6437 ლარი (გაუფასურდა 0.0011 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0190 ლარი (უცვლელი დარჩა).
ივლისი, რუსულ რუბლთან მიმართებით, ლარის დასტაბილურებით დაიწყო და რამდენიმე დღის შემდეგ ერთჯერად საგრძნობ გაუფასურებას უკვე დინამიური გამყარება მოჰყვა, რაც ძირითადად აგვისტოშიც გაგრძელდა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
11 აგვისტო – 3.1687;
12 აგვისტო – 3.1846;
13 აგვისტო – 3.1583;
14 აგვისტო – 3.1286.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0181 ლარით და 15 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1105 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
paraleli პოლიტიკა