ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების ოქროს ორდენით დაჯილდოვდა.

1 day ago 8

ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების ოქროს ორდენით დაჯილდოვდა.

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური და მსოფლიოს მრავლგზის რეკორდსმენი, მრავალგზის - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების ოქროს ორდენით დაჯილდოვდა.

ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გადაეცა.

"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ლაშა ტალახაძეს მორიგ დიდ აღიარებას და უსურვებს ახალ წარმატებებს", - წერია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა