ლიკვიდირებულია თემურ ჩხეიძის სახელოსნო!

1 week ago 11

– ლიკვიდირებულია თემურ ჩხეიძის სახელოსნო! – ამის შესახებ ინფორმაცია რეჟისორმა და მსახიობმა დათა თავაძემ გაავრცელა:

“ლიკვიდირებულია თემურ ჩხეიძის სახელოსნო!

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, სპეციალურად სახელოსნოს დასახურად, სასწრაფო წესით შეიყვანა გამგეობაში სამი ახალი წევრი: რეჟისორი ანდრო ენუქიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, თეატრმცოდნე გია ცქიტიშვილი.

იმავე კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს გია ცქიტიშვილი, რომელმაც მოგვიანებით ყველანაირი განმარტების გარეშე, გვამცნო სახელოსნოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე.

რექტორმა შალუტაშვილმა ხელი მოაწერა განცხადებას “თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის” (“თემურ ჩხეიძის სახელოსნოს”) დახურვის შესახებ.

“არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმაცია, არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან!” – თემურ ჩხეიძე.”

სრულად წაკითხვა