ლუკაშენკა: ქართულ პროდუქციას ევროკავშირსა და აშშ-ში არ იღებდნენ მათ „ჩვენ მოგვაკითხეს“

1 week ago 7

ბალარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდ ლუკაშენკამ მორიგ ჯერზე მიანიშნა საქართველოს დაახლოებაზე რუსეთთან და ბელარუსთან და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მაგალითს კიევიც მიბაძავს.

„საქართველო - შეხედეთ რა მოხდა, დღეს წავიკითხე, რომ ისინი უკვე არ გამორიცხავენ, რომ მათთვის შეიძლება, ციტატა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ისინი დღეს, ჩვენ ბაზარზე ყიდიან არა მხოლოდ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქციას, რომელსაც ვერსად წაიღებდნენ - არც ევროკავშირში, არც ამერიკაში არ იღებენ, იქ თავისი სიკეთე ჰყოფნით, სად მივიდნენ? მოგვაკითხეს ჩვენ და რუსეთს. ჩვენ საქართველოსთან მანამდეც ვთანამშრომლობდით. აი, გზა რომელსაც უკრაინაც დაადგება. მაგრამ გვინდა კი ასეთი რთული გზა? არა“ - უთხრა ლუკაშენკამ ტელეკომპანია „Мир“-ს ინტერვიუში.

„უკრაინელებმა სცადეს ნატოში, ევროკავშირში შესვლა. მოვლენ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, ისინი არ ეცდებიან ჩვენი კავშირისგან განრიდებას, ვფიქრობ, უკრაინა ჩვენთან იქნება“, - დაამატა მან,

ლუკაშენკამ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს „აკვირდებიან“.

პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, გაიზარდა დსთ-ს ქვეყნების წილი ქართულ ექსპორტში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების წილი შემცირდა, მიუხედავად , ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმებისა.

ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ კლებადია, გამონაკლისი იყო 2022 წელი, საპირისპირო მაჩვენებელია დსთ-ს ქვეყნებთან.

მარტში, საქართველოს ელჩისგან, გიორგი საგანელიძისგან რწმუნებათა სიგელების მიღებისას, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი უაღრესად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

სრულად წაკითხვა