“მადლობელი უნდა ვიყოთ, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მაგრამ…”- ქეთი ჩხეიძე

2 weeks ago 5

ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობს ქეთი ჩხე­ი­ძეს მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­სა თუ პრო­ცე­სებ­ზე სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბს.

ის AMBEBI.GE-ს თა­ვის მო­საზ­რე­ბას უზი­ა­რებს.

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ახლა ხალ­ხი სი­მარ­თლის­თვის იბ­რძვის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იბ­რძვი­ან ად­გი­ლე­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი - თა­ვი­ან­თი ფუ­ლის გა­სამ­რავ­ლებ­ლად და ზო­გიც შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სა­ერ­თოდ მსოფ­ლი­ო­შიც ასეა, მაგ­რამ ჩვენ­თან ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან გამ­წვავ­და... არა­და, ერთი შე­ხედ­ვით, მშვი­დო­ბა იყო... რო­გორც ბრეხ­ტი ამ­ბობს - "ომი დამ­თავ­რდა, მშვი­დო­ბის გე­ში­ნო­დეთ ხალ­ხო" - თით­ქოს ეს მო­მენ­ტი დაგ­ვიდ­გა.

ამ მშვი­დო­ბამ გარ­კვე­უ­ლი ში­შე­ბი გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა მხო­ლოდ ამან არა, ქმე­დე­ბებ­მაც... ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ში­ნე­ბის და ზე­წო­ლის პო­ლი­ტი­კა გა­და­წყვი­ტა. ეს რამ­დე­ნი ხანი გას­ტანს, რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, არა­ვინ იცის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ზი­ცია ნა­თე­ლია, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თია, ვინც წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრებს, და­ის­ჯე­ბა.

- ასე­თი პო­ზი­ცია, პრო­ტეს­ტის მუხტს მე­ტად ზრდის...

- ეს რომ პა­ტა­რა დაჯ­გუ­ფე­ბა იყოს, ან რა­ღაც ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც უნდა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მო­შა­ლოს, რის­თვი­საც სა­ზი­ზღრო­ბებს სჩა­დის, ასე თუ ისე, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და... დღეს ქუ­ჩა­ში დგას უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის არ­მია, თა­ვი­სი ხედ­ვით და პო­ზი­ცი­ით, ამის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­რეთ რომ გა­მო­დის და შენ მა­ინც ჯი­უ­ტად ამ­ბობ, - 1000 კა­ცია, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა­ო­დე­ნო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს... როცა ეს რა­ო­დე­ნო­ბა დი­დია, ცუ­დის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ე.ი. ბა­ლან­სი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ირ­ღვა...

თუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ ვფიქ­რობ­დი, რომ ქვე­ყა­ნა ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და და ეს პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლად იყო. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­და, რომ ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი იყ­ვნენ, ვი­თომ რა­ღა­ცას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ ეს ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად აყი­რავ­და. და­ი­წყეს ის, რაც ძა­ლი­ან კლა­სი­კუ­რია, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და სხვა ქვეყ­ნებ­შიც ბევ­რჯერ გვი­ნა­ხავს. ეს ის ტი­პუ­რი მო­დე­ლია, როცა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი დაშ­ვე­ბა იწყე­ბა.

- თქვენ­ში კონ­კრე­ტუ­ლად პრო­ტეს­ტი რამ გა­მო­იწ­ვია?

- იმან, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად აპე­ლი­რებს ღირ­სე­ბა­ზე. კი, თუ სა­ხელ­მწი­ფო ხარ, შენი პო­ზი­ცია უნდა გქონ­დეს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო არ არის დიდი ქვე­ყა­ნა და არც იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ეკო­ნო­მი­უ­რად, თუნ­დაც გა­ნა­თე­ბის მხრივ (კი­დევ ბევ­რი კუ­თხით), ასე­თი ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თო. გა­მოხ­ვი­დე, მსოფ­ლი­ოს მი­მარ­თო, პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნო, გა­მო­ა­ცხა­დო, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას წყვეტ და დი­ა­ლოგს აღარ ხსნი. მი­ნი­მუმ ნორ­მა­ლუ­რი არ არის. იმან რომ გი­თხრას, კი­დევ გა­საგ­დე­ბია, შენ ეუბ­ნე­ბი?!

- კი, ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში ბრა­ზი სწო­რედ ამან გა­ა­ჩი­ნა...

- ჩვენ ძა­ლი­ან მცი­რედს ვხე­დავთ, ამის მიღ­მა, ალ­ბათ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი ხდე­ბა თუ წყდე­ბა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გა­დად კავ­კა­სი­ა­ში... აქეთ რუ­სე­თი, იქით - ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია, ამას­თან, არის ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად ლაფს ას­ხა­მენ, აგენ­ტის იარ­ლიყს აწე­ბე­ბენ. ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი და ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა...

- მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დაშ­ლა-დარ­ბე­ვას რომ შე­ვე­ხოთ და მათ მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბულ გა­და­ჭარ­ბე­ბულ ძა­ლას... ამას რა შე­ფა­სე­ბას მის­ცემთ?

- ამა­ზე სა­უ­ბა­რიც კი არ შე­იძ­ლე­ბა, მას სა­ხე­ლი არ აქვს. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თა­ლიც რომ იყო, ეს ფაქ­ტი მა­ინც და­საგ­მო­ბია. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე იქ­ცე­ო­დე. თუკი მარ­თა­ლი ხარ, მა­შინ ასე­თი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა რაში გჭირ­დე­ბა?!. და­ი­ჭი­რო მსა­ხი­ო­ბე­ბი, სცე­მო, და­ა­ზი­ა­ნო, გა­რეთ გა­მო­ყა­რო გა­უ­გე­ბა­რი ჯი­შის ადა­მი­ა­ნე­ბი (ან სად იპო­ვეს?!)...

არა­და, რუს­თა­ველ­ზე ჩვე­ნი ბრწყინ­ვა­ლე ბავ­შვე­ბი დგა­ნან, რომ­ლებ­საც სი­ნათ­ლე გად­მოს­დით... როცა მარ­თა­ლი ხარ და სა­ხელ­მწი­ფო ხარ, ყვე­ლა­ფე­რი შენს ხელ­შია, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის დაყ­ვი­რე­ბა­ზე, ამის გამო ასე­თი გა­სა­ო­ცარ ძალა გა­მო­ი­ყე­ნო?!. თუმ­ცა აქ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის ფაქ­ტო­რიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია... სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი ზღვარს არის გა­და­სუ­ლი, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ტეს­ტი და უნ­დობ­ლო­ბა გა­ა­ჩი­ნა.

- ჩი­ხი­დან რო­გორ უნდა გა­მო­ვი­დეთ?

- ან ეს რას ნიშ­ნავს - პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­დის, ამ­დე­ნი ხალ­ხია ქუ­ჩა­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე, ასე­ვე სხვა სამ­თავ­რო­ბო არ­ხებ­ზე ფილ­მე­ბი გა­დის, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბა. რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის შეკ­რე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, კი­დევ გა­ვი­გებ­დი. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი ფი­გუ­რაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტია. სი­ტყვით მი­მარ­თავს ხალ­ხს და ამის ასე­თი ფორ­მით უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ხდე­ბა?! ამ სა­ხე­ლი არ აქვს.

რო­გორ­მე, სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით, რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თუ ბერ­კე­ტე­ბით იქამ­დე უნდა მი­ვი­დეთ, რომ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს. ეს და­ამ­შვი­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, ამას მოჰ­ყვე­ბა მო­თხოვ­ნე­ბი, რომ უგზო-უკვლოდ და­ჭე­რი­ლი ხალ­ხის სა­პყრო­ბი­ლე­ე­ბი­დან უნდა გა­მო­უშ­ვან... ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნი­ერ ფარ­გლებ­ში უნდა მოხ­დეს, ღირ­სე­ბა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მო­დე­ლი არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, არ გვჭირ­დე­ბა. ასეთ მო­დელს ყო­ველ­თვის ცუდი მო­აქვს. ძლივს ამოძ­რა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ და ასე­თი გზა ისევ უკან ჩაგ­ვაგ­დებს. არა­და, არის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამი­ტომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­ვის უნდა მოვ­ცეთ. ჯო­ბია, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ში გა­ი­წე­ლოს და ესე­ნი ცი­ვი­ლუ­რად გა­ვის­ტუმ­როთ.

სა­მო­მავ­ლოდ კი პარ­ლა­მენ­ტში უნდა იყოს რა­ღაც ბა­ლან­სი, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მარ­თვა, დღეს რო­დე­საც სრუ­ლი­ად სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მსოფ­ლიო, სხვა ვი­თა­რე­ბაა, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩა­მორ­ჩე­ნილ ქვეყ­ნებ­შიც კი, ასეთ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე უკვე პრო­ტეს­ტი აქვთ - ხალ­ხი იქაც გა­მო­ფხიზ­ლდა... ჩვენ დიდი ხა­ნია გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, უბ­რა­ლოდ, ხალ­ხს ბერ­კე­ტი არ აქვს...

- სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ აქ­ცი­ებ­ზე ერთ მუჭა ხალ­ხი და­დის, ან­დაც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, რას ეტყო­დით?

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ რა­მეს კად­რუ­ლობს, მას იმა­ვე ენით ვერ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და იმა­ვე­თი არც ვუ­პა­სუ­ხებ. მას­თან არა­ნა­ირ პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა. უნდა და­ტო­ვო თა­ვის სი­ბინ­ძუ­რე­ში და იყოს. თუ იქ ერთი მუჭა ხალ­ხია, ის ერთი მუჭა აუ­ცი­ლებ­ლად 100 მუ­ჭად გა­და­იქ­ცე­ვა - ის­ტო­რი­უ­ლად ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბო­და.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში და აქ­ცი­ა­ზეც ჩანს. სა­ხე­ებ­ზე ეტყო­ბათ რუს­თა­ველ­ზე რა კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხი დგას. თუ გა­და­ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩანს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ისი­ნი ვი­თომ არ არი­ან, და­უშ­ვე­ბე­ლია. ისი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­აზ­როვ­ნე ნა­წი­ლია, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი აქვს. კარ­გად მეს­მის, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ა­ზეა, თვლი­ან, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უამ­რა­ვი რამ გა­ა­კე­თა და მხარ­და­სა­ჭე­რი კა­ცია. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ამ ყვე­ლა­ფერს და თვი­თონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კო­ზი­რი მის­ცა. მერე კი ისე მოხ­და, რომ ამ ადა­მი­ან­მა სხვა­გან გა­უხ­ვია... ისი­ნი ამას ვერ ხვდე­ბი­ან, არ სჯე­რათ. ვინც თა­ვის ამ მო­საზ­რე­ბებ­ში გულ­წრფე­ლია და სჯე­რა, მათი მეს­მის...

აქ არის კი­დევ ერთი რამა არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი - აი, გვი­კე­თებს, გვი­შე­ნებს, გვპატ­რო­ნობს და მხარ­ში უნდა ვუდ­გა­ვარ­თო - ეს „პატ­რო­ნის“ ფე­ნო­მე­ნია, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კას ან­გრევს. ჩვენ კი არა, ამ ფე­ნო­მენ­მა იმ­ხე­ლა რუ­სე­თი გა­ა­უ­ბე­დუ­რა და მოს­პო, დეგ­რა­და­ცი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნა...

რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ეს არა­ჯან­მრთე­ლი სი­ტუ­ა­ცია არ­სე­ბობ­დეს?! სა­ქარ­თვე­ლო ისე­თი ქვე­ყა­ნა არ არის, რომ ასე დაგ­ვიბ­ნელ­დეს. თო­რემ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა დიდი რა­მაა და ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს. მად­ლო­ბე­ლი ბევ­რი რა­მის გამო უნდა ვი­ყოთ, რაც ამ კაც­მა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ თუ სა­ხელ­მწი­ფო გვინ­და გვქონ­დეს, ასე არ შე­იძ­ლე­ბა იმარ­თე­ბო­დეს. ხოლო თუ გვინ­და, რომ რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბა ვი­ყოთ, მა­შინ მი­სა­ღე­ბია - გვი­პატ­რო­ნოს... ბო­ლოს იმას ვი­ტყვი, რომ იმე­დი­ა­ნად უნდა ვი­ყოთ, სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა და თან ეს ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა