2018 წლის 27 ივლისს მოსკოვში, საკუთარ ბინაში, მიხაილ ხაჩატურიანი - 57 წლის მამაკაცი - მოკლული იპოვეს.
მკვლელობისთვის დააკავეს მისი სამი ქალიშვილი: კრისტინა, ანგელინა და მარია.საქმის მასალებით მიხედვით დებმა მამა დანით და ჩაქუჩით მოკლეს.
გოგონების მტკიცებით, მათ მამა სისტემატურად ამცირებდა, სცემდა, აუპატიურებდა და აწამებდა, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.მათი თქმით, ისინი იძულებული იყვნენ ეცხოვრათ მუდმივ შიშსა და ძალადობაში.
დებმა მკვლელობა აღიარეს და თქვეს, რომ ეს მათი მხრიდან თავდაცვა იყო.ხაჩატურიანების საქმეში ახალი გარემოებები ხდება ცნობილი:
დების მიერ მოკლული მიხაილ ხაჩატურიანი სიკვდილის შემდეგ დამნაშავედ ცნეს სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების, ცემის, ასევე პორნომასალების წარმოებისა და ინტერნეტში გავრცელებისთვის.
საქმე ორი წლის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა. დაზარალებული მხარის ადვოკატის განცხადებით, გოგონები კმაყოფილნი არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით.
“ყველა კმაყოფილია, გარდა მიხაილ ხაჩატურიანის მხარისა. ვიმედოვნებთ, რომ საგამოძიებო კომიტეტი საბოლოოდ დაადგენს, რომ გოგონები მოქმედებდნენ თავდაცვის მიზნით და შეწყვეტს სისხლის სამართლებრივ დევნას. ახლა უკვე ცხადია, რომ ხაჩატურიანმა ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული - ეს არის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი“, - ამბობს გოგონების ადვოკატი.
ხაჩატურიანის ნათესავები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. მოკლული კაცის და ამბობს, რომ სასამართლოში მისი ძმის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი და ყველაფერი მხოლოდ ქალიშვილების ჩვენებებს ეყრდნობოდა.
წყარო: “enews.ge”