“მათ სისხლის ანალიზებში იყო ისეთი რამ, რაც ჩვენთვის დღემდე ამოუხსნელია“ – სად და როგორ ხდება გათავისუფლებული ისრაელელი მძევლების რეაბილიტაცია?

1 day ago 2

2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ე­ლის ის­ტო­რი­ა­ში მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნამ შე­ი­მუ­შა­ვა პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ “ჰა­მა­სმა” სულ ცოტა ხნის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ბოლო 20 ცო­ცხა­ლი მძე­ვა­ლი.

ღა­ზის სექ­ტო­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მძევ­ლებს ვერ­ტმფრე­ნით გა­და­იყ­ვა­ნენ ის­რა­ე­ლის ქა­ლაქ პე­ტაჰ ტიკ­ვა­ში, რა­ბი­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში.

“ეს დიდი პა­ტი­ვია. ოდეს­მე, რო­დე­საც 70 ან 80 წლის ვიქ­ნე­ბი და ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებს გა­ვიხ­სე­ნებ, ეს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ერთ-ერთი მათ­გა­ნი იქ­ნე­ბა. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს – რო­გორც ექთ­ნის­თვის, რო­გორც ქა­ლის­თვის, რო­გორც ებ­რა­ე­ლის­თვის“, – ამ­ბობს რა­ბი­ნის ცენ­ტრის სა­ექთ­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

მძევ­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­სა­მე ჯგუფს მი­ი­ღებს. მა­ნამ­დე ექი­მე­ბი ღა­ზი­დან წინა გაც­ვლის დროს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ტყვე­ებ­თან მუ­შა­ობ­დნენ.

“ტყვე­ო­ბის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მე­დი­ცი­ნა აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და, ჩვენ ამა­ზე ახლა ვმუ­შა­ობთ“, – ამ­ბობს ექი­მი მი­ხალ შტა­ინ­მა­ნი.

ექი­მებ­მა 2023 წლის ნო­ემ­ბრი­სა და 2025 წლის იან­ვრის გაც­ვლი­დან ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაკ­ვე­თი­ლი ის­წავ­ლეს: პირ­ველ რიგ­ში, მათ სჭირ­დე­ბო­დათ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რისი გა­და­ტა­ნა მო­უ­წი­ათ პა­ტიმ­რებს.

“მათ სის­ხლის ანა­ლი­ზებ­ში იყო ისე­თი რამ, რაც ჩვენ­თვის დღემ­დე ამო­უხ­სნე­ლია“, – ამ­ბობს შტე­ინ­მა­ნი.

გა­ირ­კვა ისიც, რომ ზო­გი­ერ­თი სიმპტო­მი შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის ან თუნ­დაც კვი­რე­ბის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­დეს. “ორ­გა­ნიზმს ახ­სოვს, რა გა­უ­კე­თეს ტყვე­ო­ბა­ში. ჩვენ კვლავ ვმუ­შა­ობთ პა­ცი­ენ­ტებ­თან და ყო­ველ კვი­რას ახალ რა­ღა­ცებს ​​ვპო­უ­ლობთ“, – გან­მარ­ტავს შტა­ინ­მა­ნი.

მე­ო­რე გაკ­ვე­თი­ლი ის არის, რომ ყვე­ლა­ფერს დრო სჭირ­დე­ბა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პა­ტიმ­რებ­ზე ზრუ­ნავს სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გუნ­დი: ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, ფსი­ქი­ატ­რე­ბი. ასე­ვე ექთ­ნე­ბის გუნ­დი.

კა­რი­ნა შვარ­ცი რა­ბი­ნის ცენ­ტრის სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მისი ექ­სპერ­ტი­ზა გა­დამ­წყვე­ტია არა მხო­ლოდ ყო­ფი­ლი მძევ­ლე­ბის­თვის, არა­მედ მათი ოჯა­ხე­ბის­თვი­საც. შვარ­ცის თქმით, ოჯა­ხებ­მა უნდა გა­და­ა­ფა­სონ თა­ვი­ან­თი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა, გა­ი­გონ, რაზე და რო­დის ისა­უბ­რონ…

“ოთახ­ში ვსხედ­ვართ და პა­ცი­ენ­ტი ტყვე­ო­ბა­ში გა­და­ტა­ნილ მძი­მე ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა. ჩვენ კი ჩუ­მად ვართ. და ეს ძა­ლი­ან ყრუ სი­ჩუ­მეა… თუმ­ცა, სა­უბ­რის აჩ­ქა­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის: ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ორი წლის ის­ტო­რი­ის ერთ კვი­რა­ში მო­ყო­ლა. მძევ­ლებს სივ­რცე სჭირ­დე­ბათ, მათ დრო სჭირ­დე­ბათ. მათ სი­ჩუ­მე სჭირ­დე­ბათ. ჩვენ უნდა მო­ვუს­მი­ნოთ მათ“, – , – გან­მარ­ტავს შვარ­ცი.

წყა­რო

The post “მათ სისხლის ანალიზებში იყო ისეთი რამ, რაც ჩვენთვის დღემდე ამოუხსნელია“ – სად და როგორ ხდება გათავისუფლებული ისრაელელი მძევლების რეაბილიტაცია? appeared first on TTimes.GE.

სრულად წაკითხვა