კითხვის დრო: 1 წთ.
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი ბოდიშს საჯაროდ იხდის:
“ბოდიში მაქვს მოსახდელი ყველასთვის და თავზე ნაცარი წასაყრელი რასაც ვაკეთებ, იმიტომ, რომ ჩემმა უაზრო პოსტმა შეცდომაში შეგიყვანათ ყველა და გაფიქრებინათ ის, რასაც არასოდეს არ გავაკეთებ.
მადლობა. მე არ მეგონა, თუ ამდენი გულშემატკივარი მყავდით. ვეცადე, რომ ყველაფერი წამეკითხა და მადლობა, რომ ხართ და გული შეგტკივათ ჩემზე და იმაზე, ვიქნები თუ არა.
ახლა მოგიყვებით რა მოხდა: რეალურად ყველაფერი ჩემი სისულელის ბრალია. ხდება ხოლმე ხანდახან, რომ სისულელეს გააკეთებ. რაღაც ვერ ვიყავი ხასიათზე, ხომ არის ხოლმე ნაცრისფერი დღეები და ასეთი დღე მქონდა, არაფერი განსაკუთრებული.”
გართობა artinfo.ge