ნინი ქარსელაძე გაფრთხილებთ

ტექსტის ზომა 100%
ნინი ქარსელაძე გაფრთხილებთ
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

ნინი ქარსელაძე გაფრთხილებთმომღერალი ნინი ქარსელაძე გაფრთხილებთ, რომ აღარ აპირებს მისი და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის ატანას:

“ვინც მიცნობს და თვალს ადევნებს ჩემს შემოქმედებით საქმიანობას, ემახსოვრება, რომ 4 წლიდან სცენაზე ვდგავარ და ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი ჩემს მთავარ საქმეს – სიმღერასა და ჩემს საყვარელ მსმენელს.

ბოლო წლებია ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ამუშავებულია მიზანმიმართული დამუნათების კამპანია, ცრუ ინფორმაციების გავრცელება, შეურაცხმყოფელი კომენტარები და მათ შორის მუქარის შემცველი შეტყობინებებიც. წლების განმავლობაში თავს ვარიდებდი და მაქსიმალურად ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია მუქთახორა და გაბოროტებული ადამიანების აბსურდული ბრალდებებისა და სკაბრეზული გამონათქვამებისთვის. არც ახლა გავირჯებოდი და მოგაცდენდით ასეთი უბრალო ამბებისთვის, რომ არა ზღვარგადასული სისტემური კამპანია, რომელიც შორდება ლუზერების ყოველდღიური გართობის ფარგლებს და ჩემი და ჩემი ოჯახისთვის დამაზიანებელ სახეს იღებს.

სიმართლე გითხრათ, ამ ტიპის ადამიანებთან არც პოლემიკის სურვილი მაქვს და არც ახსნა-განმარტებების მიცემის. ამიტომ გადავწყვიტე სამართლებრივ გზას მივმართო და ეს საქმე ჩემს ადვოკატს მივანდო, რომელიც დღეიდან არცერთი თქვენგანის უწმაწურობასა და უტიფრობას არ დატოვებს ყურადღების მიღმა. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ ეთიკა არ დავარღვიო და წინასწარ გაგაფრთხილოთ, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს მავნე აქტივობებს.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS