მაკა ასათიანი მეორე შვილიშვილის ბებია გახდა - კახი ჟორდანიასა და ნანიკო კლდიაშვილს შვილი შეეძინათ

2 days ago 6

მაკა ასა­თი­ანს, კი­დევ ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლი, მე­ო­რე შვი­ლის დედა გახ­და. ბავ­შვი 2025 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­და.

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვილ­მა და კახი ჟორ­და­ნი­ამ, შვილს ლეო და­არ­ქვეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ხის ძმის, ლე­ვან ჟორ­და­ნი­ას პა­ტივ­სა­ცე­მად. პა­ტა­რა ლეო ოჯა­ხის მე­ო­რე შვი­ლიშ­ვი­ლია.

მა­კას უფ­როს­მა ვაჟ­მა კახი ჟორ­და­ნი­ამ ნუტ­რი­ცი­ო­ლოგ ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვილ­ზე 2017 წლის 11 სექ­ტემ­ბერს იქორ­წი­ნა. წყვი­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლი 2020 წლის 14 თე­ბერ­ვალს, ვა­ლენ­ტი­ნო­ბას შვე­ი­ცა­რი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას.

მაკა ასა­თი­ა­ნი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან და უმ­ცროს ვაჟ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნა­ნი­კო ამ­ბობს, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ორად იყო­ფა, კა­ხიმ­დე და კა­ხის გაც­ნო­ბის შემ­დეგ... პირ­ვე­ლი შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ კი დღემ­დე სა­კუ­თარ თავ­ში ახალ-ახალ შეგ­რძნე­ბებს პო­უ­ლობს. ყო­ველ­თვის სა­ათს უყუ­რებს, რო­დის მივა და დროს ლე­ას­თან გა­ა­ტა­რებს... კახი ჟორ­და­ნი­ას ოჯახს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ახ­ლოს სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს.

"კახი ბიზ­ნეს­მე­ნია და მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად გვი­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ზო­გა­დად, საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ლე­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლა პრინ­ცი­პი მა­ვი­წყდე­ბა. მისი აღ­ზრდის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი არ გა­მაჩ­ნია. მინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ენერ­გი­უ­ლი ბავ­შვია, ახერ­ხებს, რომ ყვე­ლამ მის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლოს", - ამ­ბობს ნა­ნი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ნახეთ კადრები:

სრულად წაკითხვა