მაკრონი: მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს

18 hours ago 5

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ რუსეთისგან ელის ვალდებულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

„ჩვენ მკაფიო წინადადება წამოვაყენეთ: უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვალდებულება ყოველგვარი პირობის წაყენების გარეშე აიღო. ახლა ჩვენ რუსეთისგანაც ველით ასევე მკაფიო პასუხს” დაწერა მაკრონმა და დასძინა: “მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს. დიალოგი შეუძლებელია, თუ იმავდროულად მშვიდობიანი მოსახლეობას ბომბავენ. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ახლავე, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს. მშვიდობისთვის“.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.

ზელენსკის პასუხი იყო, რომ რუსებისაგან ცეცხლის შეწყვეტას ელის, უკრაინა კი მზადაა შეხვედრისათვის.


მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოითხოვეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.

სრულად წაკითხვა