მამუკა მდინარაძე, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, თანამდებობას ტოვებს და ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10 წელი რომელიც პოლიტიკაში ვიყავი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი“, – თქვა მდინარაძემ.
მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ოცნების“ თითოეულ „ჯარისკაცს“ და გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.
netgazeti