სუს-ის უფროსად “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის დანიშვნას მოჰყვა მაღალჩინოსნის დაკავება კორუფციის ბრალდებით, რასაც კონკრეტული პოზიცია-შეფასებით ეხმიანება პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი:
“მამუკა მდინარაძეზე, თუ ვინმე ფიქრობდა, რომ სუს-ში მისი ადგილი არ იყო, მწარედ შესცდნენ. ჯერ სად ხართ კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება მოინატრონ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებისა და აგენტების გამოაშკარავება როცა დაიწყება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.