1921 წელს თბილისის მისადგომებთან საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაღუპული 19 წლის მოწყალების და – მარო მაყაშვილი ქართველებზე წერდა:
“მაინც როგორია ქართველი?
მე თუ მკითხავთ, ქართველი მხნეა, გულადი და ძალიან მომთმენი, მაგრამ მოთმინებასაც აქვს თავისი საზღვარი. ის არავის დაანებებს თავის სამშობლოს. მგონია, როგორც ბუნება იღვიძებს, ისე ქართველი ერი იფშვნეტს თვალს. მალე დასრულდება ძილის დრო და მოგვადგება კარს დიდებული ღვიძილი. სწორედაც რომ უნდა მოველოდეთ, ქართველი ერის სრულებით გამოფხიზლებას!”