WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, მასწავლებელს, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 „საქმეზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი, რომელიც დაზარალებულს სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე ეხმარებოდა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

პროკურატურის განცხადებით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ბრალდება ერთ პირს წარუდგინეს.

ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და უწყების განცხადებით „დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან“, რომელიც 8-9 წლის იყო.

„საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა“, – განაცხადა „საფარმა“ 9 ნოემბერს.

მასწავლებლებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) , რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: