“მაუწყებლის მცველები” მოითხოვენ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას

6 days ago 18

“საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა” 12 აპრილს ტელევიზიის ძველი შენობის წინ გააკეთეს სოლიდარობა გამოუცხადეს გათავისუფლებულ თანამშრომლებს და თქვეს, რომ აგრძელებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

“გუშინდელ დღემდე გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მენეჯმნეტთან ერთად გვეპოვა გამოსავალი იმისთის, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ მიაღწია კულმინაციას და ორი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსების დასაცავად იბრძვის, სამსახურიდან გაანთავისუფლეს” - ნათქვამია განცხადებაში.

“მცველებმა” მოითხოვეს ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენა და მოითხოვეს თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტა, რადგან “გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ადამიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური”

სრულად წაკითხვა