მბაპე: "ჩემს მოყვანას არავინ ინანებს"

12 hours ago 2

ბოლო პერიოდში, კილიან მბაპეს ჩატარებულმა თამაშებმა აჩვენა, რომ ფრანგი ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაში შედის. "რეალის" შემადგენლობაში მან ბოლო 6 მატჩში 4 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

MARCA-ს ინფორმაციით, მბაპე ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩის წინ ფლორენტინო პერესს შეხვდა. გუნდის პრეზიდენტთან საუბრისას მან ფორმის გამოსწორებაზე ისაუბრა, პირობა დადო რომ ამ რთულ სიტუაციას გაუმკლავდებოდა და განაცხადა, რომ კლუბში მის მოყვანას არავინ არ ინანებდა.

თავად "თეთრები", მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ერთად, ფრანგ სუპერვარსკვლავს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის საუბარი "მილანთან" მატჩის შემდეგ, მბაპესთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.

კილიანის ბოლო გამოსვლებიც სწორედ ამაზე მეტყველებს. მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ თავდამსხმელი სათამაშო ხარისხის მომატებას არ შეწყვეტს და სულ მალე მას საუკეთესო ფორმაში მყოფს ვიხილავთ.

სრულად წაკითხვა