WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მმართველი გუნდის მთავრობის სტრუქტურაში მორიგ ცვლილებებს გეგმავს.

ორშაბათს, 2026 წლის 31 აგვისტოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ:

  • გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, - რასაც მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე იკავებდა; ამის შემდეგ ის რეგიონული განვითარების მინისტრად მუშაობდა 27 აგვისტომდე;
  • აღარ შეიქმენა მისთვის დაანონსებული პოსტი, - რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა;
  • ამ პოსტის შექმნას პარლამენტის კენჭისყრა სჭირდებოდა - თუმცა ზაფხულში საკანონმდებლო უწყება ისვენებს. გეგმის თანახმად, მდინარაძეს ამ პოზიციაზე სექტემბრის მეორე კვირიდან უნდა ემუშავა.

თუმცა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ 27 აგვისტოს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

ორი სამინისტრო კვლავ ერთიანდება

„ამჟამად ვმსჯელობთ და, სავარაუდოდ, გაერთიანდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 31 აგვისტოს.

ეს ისედაც ერთი სამინისტრო იყო 2025 წლის აპრილამდე:

  • როდესაც სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2 აპრილს ვადაზე ადრე გადადგა, განაცხადეს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფოდა;
  • ლილუაშვილი უნდა დანიშნულიყო რეგიონული განვითარების მინისტრად, - თუმცა 4 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები“.
  • საბოლოოდ, 2025 წლის 23 დეკემბერს, გრიგოლ ლილუაშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს.

ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეა, - თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი.

ხოლო რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიცია ვაკანტურია - მას 27 აგვისტომდე მამუკა მდინარაძე იკავებდა.