სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, 83 ხმით, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცეს.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.
ასევე, დაჩქარებული წესით მიიღო პარლამენტმა გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების კვლავ ერთ უწყებად გაერთიანების შესახებ, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა.
კანონპროექტით, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაციის და ხელშეწყობის ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სესიის გახსნისას „ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო პაკეტი გავიდა, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებას და მთავრობის შემადგენლობაში ახალი თანამდებობის — რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას ითვალისწინებდა. ეს პოსტი მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მან პოლიტიკა დატოვა. გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტიც, რომელიც ასევე მდინარაძისთვის, სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შემდეგ შეიქმნა.
ამ თემაზე:
თანამდებობა, რომელიც მდინარაძისთვის იყო განკუთვნილი, აღარ შეიქმნება
netgazeti