წაკითხვა: 45
მე ვერ ვიტყვი როგორი მეთოდებით და რანაირად ვიმოქმედებ, არ ვარ მზად ამისთვის, ციხიდან ახლა გამოვედი და მართალი გითხრათ უკან შებრუნება ნამდვილად არ მინდა” – განაცხადა 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა და საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლებულმა ლაშა ბერიძემ 7 ნოემბერს, ტვ პირველის ეთერში სტუმრობისას, როდესაც უპასუხა წამყვანის კითხვას, თუ რას აპირებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.
“მე აუცილებლად დავრჩები პროტესტის მხარეს, აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ პროტესტი”- განაცხადა ლაშა ბერიძემ. მან მოუწოდა ყველა იმ პატიმარს, ვინც პროტესტის საქმეზეა დაკავებული, რომ გამოიყენონ “ქართული ოცნების” შეთავაზება და გააფორმონ საპროცესო შეთანხმება, რათა დატოვონ ციხე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები