WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

12

ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე, რომელსაც ბოლო დღეებია, ცილისმწამებლური კამპანია აუგორეს, სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, თქვენ არ ინერვიულოთ, მე არ ვნერვიულობ. აგერ გვერდით შვილი მიწევს, საბედნიეროდ ჯერ 5 თვისაა და ვერაფერი გაიგო, არც ეს ნერვიულობს… მაგრამ გარწმუნებთ, დაბეჯითებით გარწმუნებთ, რომ აი ზუსტად ამ წუთას ბევრი მოღალატე ქართველი ნერვიულობს: ვაიდა მე არ გადავყვე პროპაგანდის ამ მორიგ ფიასკოსო. ფიასკო მოუვიდათ, რადგან ამ ყველაფერმა ისევ გაგვაერთიანა, შენიშნეთ ეს?

ყველას დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის, ვცდილობ ცალცალკე დავეწიო ყველა პოსტს, სადაც დათაგული ვარ და წინასწარ ბოდიშს გიხდით თუ ვერ შევძელი. ასეთი ერთიანი ჩემი ქვეყანა იმდენი ხანია არ მინახავს, მრცხვენია კიდეც და მეხამუშება.

ამ ერთიანობამ 2 წლის წინანდელი მუხტი მომაგონა, რომელიც ყველამ ერთად შევქმენით. მეფისტოფელთან გარიგება არასდროს დამიდევს, თორემ შეიძლებოდა ფაუსტივით შემეძახა: შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხარ!

ჩვენ ისევ აქ ვართ, ხომ ხედავთ? დაუჯერეთ საკუთარ თავებს და ირწმუნეთ საკუთარი ძალის. დაიჯერეთ, რომ არ არის სულერთი 1 ადამიანის ხმა არც საარჩევნო ყუთთან და არც ქუჩაში. მე ამის მწამს და ამიტომ ისმის ჩემი ხმა ასე ხმამაღლა.

ბრძოლაში არის თავისუფლება.

მიყვარხართ“