მერაბ ტურავა გათავისუფლდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან

1 hour ago 1

მერაბ ტურავა გათავისუფლდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდაბ, 25 ივლისს გამოქვეყებულ ბრძანებას "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან”,- ნათქვამია ბრძანებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის 29 აპრილს დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.

მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა. ის მოსამართლე გახდა 2015 წლის მარტში, 2018 წლის იანვრიდან სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ტურავა ლიეტუვის მიერ იყო დასანქცირებული „ქართული ოცნების“ სახელით რეპრესიული ზომების გატარების გამო. ლიეტუვის მიერ სანქცირებული ოფიციალური პირების სიაში მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები და სხვა თანამდებობის პირები მოხვდნენ დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვის მიზეზით.

რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

სრულად წაკითხვა