მერიის თანამშრომელმა $16 ათასი აიღო სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად - "ფინანსური პოლიცია"

4 weeks ago 12

„ფინანსურმა პოლიციამ“ და პროკურატურამ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს თბილისის მერიის თანამშრომელი - საქმე 16 000 აშშ დოლარს უკავშირდება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ დაკავებულია თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

ჯერ მისი ვინაობა დაუზუსტებელია - მისი ინიციალებია მ.გ.

გამოძიების ვერსიით, ის მოქალაქეს დაჰპირდა სახელმწიფოს, კერძოდ კი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას;

ამაში მან მოითხოვა და მოქალაქეს გამოართვა 16 000 აშშ დოლარი, - „რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“.

მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ფინანსური პოლიცია“ წერს, რომ საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება „დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“.

სრულად წაკითხვა