ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა პსჟ-ში გადასვლის პერიოდი გაიხსენა და ამის მიზეზებიც განმარტა.
"ბარსელონა იმისთვის არ დამიტოვებია, რომ პსჟ-ში მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი.
მესიმ მკითხა: რატომ მიდიხაღ? გსურს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდე? მე შემიძლია გაგხადო საუკეთესო ფეხბურთელი და ამაში დაგეხმარები. მაგრამ ვუთხარი, რომ არა, საქმე ამაში არ იყო და პირადული იყო.
აშკარად პსჟ-ში უკეთესი ფინანსური პირობები იყო ვიდრე ბარსელონაში და თან, იქ ჩემი ბრაზილიელი მეგობრები თამაშობდნენ, მათთან თამაში მინდოდა.
მაშინ პსჟ-ში ტიაგო სილვა, დანი ალვეში (ახალჩასული), მარკინიოსი და ლუკას მოურა იყვნენ, ისინი ყველა ჩემი მეგობრები არიან
", - განაცხადა ნეიმარმა.