მეღვინეები ბუნებრივი ღვინის ფესტივალს აუქმებენ და მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებენ

3 weeks ago 14

მეღვინეების ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს.

“სამოქალაქო წინააღმდეგობის და პროტესტის პირობებში, ასოციაციის გადაწყვეტილებით, 7 დეკემბრისთვის დაანონსებული სოლიკო ცაიშვილის სახელობის ფესტივალი „ამერიმერი“ აღარ გაიმართება.

ასოციაცია ცალკე ამზადებს განცხადებას, სადაც ვრცლად გამოხატავს თავის პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.

ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში 2017 წლის თებერვალში ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.

ასოციაციის დამფუძნებელი მეღვინეებისა და მარნების შესახებ წაიკითხეთ აქ.

სრულად წაკითხვა