“მთავარი არხის” გათიშვის შემდეგ აშკარაა, რომ პროტესტის მასშტაბი შემცირდა – ლაშა ფარულავა

2 hours ago 1

წაკითხვა: 1

“ახლა უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ,,მთავარი არხის” გათიშვა მხოლოდ ერთი ტელევიზიის გამორთვა არ ყოფილა, ეს იყო პირდაპირი შეტევა – დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალებსა და კრიტიკულ მედიაზე.”– წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ფარულავა.

“შედეგებს ვხედავთ: ოპოზიციური პარტიები უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი ხმა დასუსტდა, საზოგადოებას კი ინფორმაციის მიღების ნაკლები ალტერნატივა დარჩა.
ეს განსაკუთრებით შესამჩნევია რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე. თვეების განმავლობაში პროტესტი იყო უფრო მეტად ფართო და აქტიური, მაგრამ “მთავარი არხის” გათიშვის შემდეგ აშკარაა, რომ პროტესტის მასშტაბი შემცირდა.

ეს არა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მობილიზაციის პლატფორმა შემცირდა, არამედ იმითაც, რომ კრიტიკული მედიის გარეშე საზოგადოებრივი მუხტი დათრგუნულია, განსაკუთრებით რეგიონებში.

რეჟიმმა კარგად იცის, რომ ინფორმაციის კონტროლი არის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.
სწორედ ამიტომ, “მთავარი არხის” დახურვა, ,,ფორმულას” და ,,ტვპირველის” ფინანსური გამოფიტვა არის არამხოლოდ მედიაზე შეტევა, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური სივრცის კიდევ უფრო შესუსტების მცდელობა.

ახლა გამოწვევა ის არის, როგორ მოახერხებს დემოკრატიული ოპოზიცია და აქტიური საზოგადოება ამ დარტყმის გადალახვას და როგორ შეძლებს საზოგადოებასთან კავშირის შენარჩუნებას, იმ საკანონმდებლო რეგულაციების შემდეგ რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აცხობს არალეგიტიმურ პარლამენტში.”– წერს ფარულავა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა