მთაწმინდის პარკთან ნაგებობის ნგრევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დაშავდა

1 month ago 12

თბილისში, მთაწმინდის პარკთან, ბომბორას ქუჩის ბოლოში, რესტორან „ფუნიკულიორიდან“ ასიოდე მეტრის მოშორებით, - პარკის გარეთ, - სავარაუდოდ, ძველი ნაგებობის ჩამონგრევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

შემთხვევა 24 მარტს მოხდა. თვითმხილველის თქმით, პოლიცია 25 მარტის დილასაც იყო ადგილზე მისული.

დაღუპულის მეგობრის დედა ამბობს, რომ ნგრევაში სამი ახალგაზრდა მოჰყვა.

„ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია, ეს ორნი მძიმე მდგომარეობაში არიან“, - ამბობს ის ტვ პირველთან საუბრისას.

მისი თქმით, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ ადგილას, საიდანაც თბილისის ხედი იშლება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მიუხედავად, ხშირად იღებენ ფოტოებს.

ასე გამოიყურებოდა ნაგებობა 2023 წელს. Google Maps-ის ფოტოებიდან

ასე გამოიყურებოდა ნაგებობა 2023 წელს. Google Maps-ის ფოტოებიდან
სრულად წაკითხვა