ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის საქმეზე დაკავებულ ბიჭს აღკვეთის ღონიძიებად პატიმროვა შეეფარდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში გადადაწყვეტილება მოსამართლე ვალერი ბუგიანიშვილმა დახურულ სხდომაზე გამაოცხადა, რადგან ბრალდებულიც არასრუწლოვანია (17 წლის).
როგორც პროკურორი ქეთი სონიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ბრალდებულ არასრუწლოვან დ.პ.-ს „მრავალფეროვანი“ კრიმინალური გამოცდილება აქვს ქურდობაში. ბოლო ერთ თვეში მის წინააღმდეგ სასამართლოს გამოყენებული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიებად გირაო, რომელიც არ ჰქონდა გადახდილი.
„მთელი თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა უბნის პოლიციას ჰქონდა მის წინააღმდეგ პოლიციას საქმის წარმოება დაწყებული ქსელური მარკეტებიდან თამბაქოს ნაწარმის და ალკოჰოლური ნივთიერების ქურდობისთვის“, - ამბობს პროკურორი.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები