მისვლით არ მივალ კომისიაზე, მაგრამ არ ვარ საიმისოდ განწყობილი, რომ დამიჭირონ – ნიკა გვარამია

4 hours ago 2

წაკითხვა: 2

მისვლით არ მივალ კომისიაზე, მაგრამ არ ვარ საიმისოდ განწყობილი, რომ დამიჭირონ”– განაცხადა ნიკა გვარამიამ 7 აპრილს, ტვ “პირველი”-ს ეთთერში ჩართვისას, როდესაც კომენტარი გააკეთა დროებით საპარლამენტო კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით.

წამყვანის კითხვაზე, გადაიხდის თუ არა გირაოს პატიმრობის ნაცვლად, გვარამია ამბობს, რომ არ ფიქრობს ამ საკითხზე, თუმცა დასაჭერად არ არის განწყობილი, რადგან გარეთ ბევრი საქმე აქვს.

“გირაოს გადავიხდი თუ არა, ამას მოვიფიქრებ. მე მყავს პარტია, რომელმაც ჩემთან ერთად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომ, ამაზე არც მიფიქრია. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არ არის დამიჭერენ თუ არა. ჩემთვის გადამწყვეტია ის, რომ კომისიაზე ჩემი მისვლით ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ვაღიარებ და სწორედ ყველა იქ მიმსვლელი მგონია დამხმარე “ქართული ოცნებისა”იმაში, რომ რაღაც თვალსაზრისით ოდნავ წინ წაიყვანოს. თუ შენ არ აღიარებ ორგანოს, რომელიც გიბარებს დაკითხვაზე,  არ შეიძლება მასთან მიხვიდე და პასუხები გასცე”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, 8 აპრილს, დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის მოსმენა იმართება, სადაც ნიკა გვარამიაც არის დაბარებული.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა