"მისთვის პირველი დღეები ძალიან დაძაბული იყო" - რა თქვა "ჰაიდენჰაიმის" მწვრთნელმა ზივზივაძეზე

9 hours ago 2

"ჰაიდენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"როგორია ჩემი შთაბეჭდილება „კარლსრუედან“ გადმოსულ მეორე დივიზიონის ბომბარდირ, ბუდუ ზივზივაძეზე? კარგი. იმის მიუხედავადაც, რომ ახალი წლის პირველი დღეები მისთვის ძალიან დაძაბული იყო. უზომოდ მადლობელი ვარ „კარლსრუეს“ მწვრთნელის კრისტიან აიხნერისა და მისი გუნდის, იმისთვის, რომ ჩვენ ახლა ტოპ-მოთამაშე გვყავს. მათ ზივზივაძე კარგად გახსნეს. 

მჯერა, რომ ქართველი თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმს“ დაუყოვნებლივ დაეხმარება, ხოლო სხვა მოთამაშეებს თავისი გამოცდილებით შეეშველება“, - თქვა გერმანელმა სეპციალისტმა.

სრულად წაკითხვა