"მანჩესტერ იუნაიტედმა" იუტალიური "ლეჩედან" 20 წლის დანიელი მარჯვენა გარემარბი, პატრიკ დორგუ დაიმატა.
მხარეებს შორის ხელშეკრულებას 2030 წლის ზაფხულამდე მოეწერა ხელი, დამატებით კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
მიმდინარე სეზონში დანიელმა სერია A-ში 21 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
დორგუს ტრანსფერი "წითელ ეშმაკებს" 30 მილიონი ევრომდე დაუჯდებათ.