წაკითხვა: 1
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დავით დოიაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
„სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს.
ეს თეატრი მაშინ დაჩაგრეს პირველად, როდესაც მათთვის განკუთვნილი შენობა რიყეზე არ მისცეს და საწყობად აქციეს და ახლა საბოლოოდ ანადგურებენ.
ჩემი მხარდაჭერა მათ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!“, – წერს სააკაშვილი.
16 აპრილს, კულტურის სამინისტრომ, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის “ახალი თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს