უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილსთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, მოსამართლე ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს.
მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა სამ საქმეზე აქვს მისჯილი:
- მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა - თბილისი საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის ცემის საქმეზე (მსჯავრდებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის) სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
- 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სწორედ ამ საქმეში სააკაშვილს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი;
- ერთ-ერთი ბოლო განაჩენი 2025 წლის 12 მარტს დადგა, როცა მიხეილ სააკაშვილი სამ წლის დაპატიმრებულია. მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სააკაშვილს ბრალი წაყენებული აქვს კიდევ ერთ საქმეზე - „იმედის დარბევის“ საქმზე ედავებიან 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანიაში შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას“. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. პოლიციამ ის არჩევნების წინა დღეს დააკავა. დაკავებამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფეისბუკგვერდით ქვეყანაში ყოფნის დასადასტურებლად ვიდეოებს ავრცელებდა.
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. ბრალი წაუყენეს ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს - მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული. მათი საქმე ცალკეა გამოყოფილი.