მოდელი და ტელეწამყვანი, სალომე ღვინიაშვილი, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
როგორც ცნობილია სალომეს 3 შვილი ჰყავს, მოდელის დედა ნინო გამყრელიძე საუბრობს თუ როგორი დედაა სალომე.
“მე და სალომე აბსოლუტურად არ ვგავართ ერთმანეთს. სალომე უფრო ყოჩაღია, ვიდრე მე. ოპტიმისტია, მიზანდასახული, ზუსტად იცის რა უნდა. ჩემგან თავშეკავების უნარი მიიღო მემკვიდრეობით. როცა საჭიროა თავშეკავებულია.
არ არის კონფლიქტური. საოცრად ყურადღებიანი და კარგი შვილია, მართლა. ზედმეტი ფერება არ იცის, არც სალომემ და არც მე. ისე ვგრძნობ მის სიყვარულს... ჩემზე უფრო მკაცრი დედაა, მე უფრო რბილი ვიყავი შვილებთან. განსაკუთრებით უფროსთანაა მკაცრი - ვაჟთან..." - ამბობდა სალომეს დედა, ნინო გამყრელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.