WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სომხეთი მობილიზაციისა და ფრონტზე გაგზავნისგან თავის არიდების მსურველი რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას ხელს არ შეუშლის, განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.

ჟურნალისტ ეკატერინა კოტრიკაძის კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი, მიიღოს რუსეთიდან ომში გაგზავნისგან თავის არიდების მსურველთა ახალი ნაკადი, სიმონიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მათ დაბრკოლებებს არ შეუქმნის.

„საზღვარზე არავინ აპირებს ვინმეს ჰკითხოს, რატომ ჩამოვიდა აქ. როგორც იცით, რუსეთიდან ადამიანებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ უცხოური პასპორტის გარეშე. რუს ადამიანს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში“. აქ ყველას გვიყვარს და ყველას პატივს ვცემთ“, –  განაცხადა მან.

სიმონიანის თქმით, რუსეთში დაბრუნებაც მაშინ შეეძლებათ, როცა ამას თავად მიიჩნევენ საჭიროდ.

„აქ ისინი იპოვიან ყველაფერს, რისი პოვნაც სურდათ სომხეთში ჩამოსვლისას. და შეძლებენ რუსეთში დაბრუნებას, როცა მათთვის მოსახერხებელი იქნება. სომხეთი არანაირად არ შეუშლის ხელს და, საჭიროების შემთხვევაში, დავეხმარებით“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.