მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე აცხადებს, რომ მკერდში კაფსულა აქვს და ოპერაციის გაკეთება მოუწევს.
„ძალიან არ მინდა ოპერაციები, აღარ მინდა, მაგრამ მომიწევს. კაფსულა მაქვს მარჯვენა მხარეს მკერდზე. იცის იმპლანტებმაო. ბევრი რაღაცის გამო შეიძლება გაჩნდეს, ფორმაც შეიცვალა მკერდმა, ექოსკოპიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სითხეც არის. მინდა თუ არ მინდა უნდა გავიკეთო, საჭიროა…“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.