მომღერალი თამუნა მიქელაძე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს

10 hours ago 1

წაკითხვა: 296

მომღერალი თამუნა მიქელაძე პოლიტიკაში მოდის და პარტია “მამული, ენა სარწმუნოების” სიით ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს.

ამის შესახებ მან Multimedia.ge-სთან ისაუბრა.

თამუნა მიქელაძე ფართო აუდიტორიამ პროექტ “ჯეოსტარი”-დან გაიცნო, თუმცა, მისი მუსიკალური კარიერა გაცილებით ადრე დაიწყო. არის მრავალი მუსიკალური კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებული. აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის სტიპენდიის ლაურეატი. მუსიკის გარდა, გატაცებულია ხატვით და უახლოეს მომავალში მისი წიგნიც გამოიცემა.

როგორც მიქელაძე ამბობს, მისი არჩევანი განპირობებულია იმ ღირებულებებით, რაც არის მამული, ენა და სარწმუნოება.

ოფიციალური წარდგენა 3 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში შედგება, სადაც ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამას  და სამოქმედო გეგმას გააცნობს.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა