მოსამართლე მგელიაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა

3 hours ago 1

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რვავე დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე, რომელიც თითქმის 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილებოდა.

ბრალდებულებს შორის არიან:

  1. ირაკლი მიმინოშვილი;
  2. ვეფხია კასრაძე;
  3. ვალერი კაძელაშვილი;
  4. ინსაფ ალიევი;
  5. თორნიკე გოშაძე;
  6. ნიკოლოზ ჯავახიშვილი;
  7. გიორგი გორგაძე;
  8. ზვიად ცეცხლაძე.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, 34 წლის ინსაფ ალიევი, 24 წლის თორნიკე გოშაძე, 20 წლის გიორგი გიორგაძე და 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის მონაწილეები არიან.

განახლებადი

სრულად წაკითხვა