„ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები და ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე მოგვწყვიტეს ოჯახებს და ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ ჩვენი მშობლები? როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ მათ შვილს არ მისცე... რა დააშავა დედაჩემმა მაია ბექიშვილმა და მამაჩემმა ილია კიკნაძემ, რომ ახლა თავიანთ შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოში?
თუ ჩემს მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და მინდა დავტოვო დარბაზი“, - თქვა რეზო კიკნაძემ.
სიტყვით მიმართვის დროს მან მოსამართლეს უთხრა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის მისი „ბელადი“ იყო.
“შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცეთ?! მონა ხარ, ბიჭო, მონა!“ - მიმართა რეზო კიკნაძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, რომელმაც სხდომათა დარბაზში ბრალდებულების ოჯახის წევრები არ დაუშვა.
პენიტენციური სამსახურის თანამშრომლება რეზო კიკნაძე ძალის გამოყენებით გაიყვანეს სხდომათა დარბაზიდან. ამ დროს ის საქართველოს ჰიმნს მღეროდა.
„მეტკინა, ბიჭო, ხელი“, - ისმოდა სხდომათა დარბაზში გვერდით მდებარე ოთახიდან, სადაც რეზო კიკნაძე გაიყვანეს.
მასალა განახლდება