მოსამართლე ცეკვავამ ღამის 02:00 საათზე გამოაცხადა გადაწყვეტილება „უხამსი პლაკატების“ საქმეზე

2 hours ago 2

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ღამის 02:00 საათზე გამოაცხადა გადაწყვეტილება 26 ივლისს თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული სამი დემონსტრანტის: ლაშა დგებუაძის, სანდრო სეხნიაშვილისა და მარინე ნანავას საქმეებზე. მათ პოლიცია შეურაცხმყოფელი პლაკატებით პროტესტის გამართვას ედავებოდა.

მოსამართლმ საქმის განხილვა 28 ივლისს, გვიან საღამოს, დაახლოებით 22:00 დაიწყო და ოთხ საათზე მეტ ხანს უსმენდა მხარეებსა და მოწმეებს, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ:

  • ლაშა დგებუაძისთვის 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდებინა;
  • სანდრო სეხნიაშვილისა და მარინე ნანავასთვის კი 5000-5000-ლარიანი ჯარიმა.

თუკი ის ამ ღამით არ განიხილავდა ამ საქმეებს, ადმინისტრაციული პატიმრობისთვის გათვალისწინებული 48-საათიანი პერიოდი ამოიწურებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იქნებოდა, სამივე მათგანი გაეთავისუფლებინა საკითხის განხილვამდე.

სრულად წაკითხვა