WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეტევას მასირებული უწოდა. დროებით დაკეტეს მოსკოვის ყველა აეროპორტი. დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ იყო მოსკოვის ოლქის უმსხვილესი ნავთობის ბაზა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 6 ოქტომბერს დილის ექვსი საათისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 5 ოქტომბრის 20:30 საათიდან 6 ოქტომბრის 05:00 საათამდე „მოსკოვის რეგიონისკენ მიფრინავდა 650 უპილოტო საფრენი აპარატი, მათი დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ საზღვრებთან გაანადგურეს. 105 უპილოტო განადგურებულია მოსკოვთან მიფრენისას”.

სობიანინს არ უთქვამს, რა შედეგები გამოიწვიეს მოუგერიებელმა დრონებმა.

სხვა წყაროები

მონიტორინგის უკრაინული არხის Supernova+-ის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში შეტევა იყო სამრეწველო-სადისპეტჩერო სადგურზე „ვოლოდარსკაია“.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ უკრაინული არხის მიერ გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ ხანძარია სამრეწველო-სადისპეტჩერო სადგურ „ვოლოდარსკაიას“ ტერიტორიაზე.

ეს ობიექტი კომპანია „ტრანსნეფტეპროდუქტის“ შემადგენლობაშია და მოსკოვის რეგიონში უმსხვილეს ნავთობის ბაზას წარმოადგენს.