WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ღამის განმავლობაში და გამთენიისას აფეთქებები იყო მოსკოვსა და მის შემოგარენში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებს. დროებით დაკეტეს მოსკოვის ყველა აეროპორტი.

18 აგვისტოს დილის ექვსი საათისთვის მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 17 აგვისტოს საღამოდან 18 აგვისტოს 05:00 საათამდე მოსკოვის რეგიონისკენ „მოფრინავდა“ 620 უპილოტო საფრენი აპარატი.

სობიანინის თანახმად, უშუალოდ მოსკოვის რეგიონში „განადგურებულია“ 180 დრონი და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილებში საგანგებო სამსახურები მუშაობენ“. მოსკოვის მერს კონკრეტული ადგილები და შედეგები არ დაუსახელებია.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ სობიანინის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსკოვზე „ყველაზე მსხვილი შეტევის მცდელობა იყო“.

მონიტორინგის უკრაინული არხის Exilenova+-ის ცნობით, ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

  • 2026 წლის ივნისში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ორჯერ დაარტყეს.