რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, 27 თებერვლის დილით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის შენობაში პოლიციის პოლკოვნიკის, ევგენი გოლოვატოვის გვამი აღმოაჩინეს.
პოლიციელს სხეულზე აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. გაზეთ "კომერსანტის" და გამოცემა "ბაზა51"-ის ცნობით, 51 წლის პოლკოვნიკი ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. აღნიშნული ქვედანაყოფი მსხვილ სამრეწველო საწარმოებში მომხდარ დანაშაულებს იძიებს; პასუხისმგებელია სამართალდარღვევებზე წარმოებისა და სამომხმარებლო ბაზრის სფეროებში.
"კომერსანტის" თანახმად, წინასწარი ვერსიით გოლოვატოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. მისი სხეული გვერდით ნაპოვნია პისტოლეტი. მიმდინარეობს გამოძიება.