მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა კამბოლოვს ცხინვალის „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინ მხარდაჭერა გამოუცხადა

1 week ago 43
Marat Kambolov met with Vladimir Putin in Moscow ahead of Tskhinvali's so-called "presidential election." Photo:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მარატ კამბოლოვის კანდიდატურას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ მხარდაჭერა გამოუცხადა.

კამბოლოვსა და პუტინს შორის მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ცხინვალში მდებარე საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ 13 ივლისს გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, კამბოლოვმა პუტინს მადლობა გადაუხადა რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთის ხალხის“ მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ცხინვალი არასდროს დაივიწყებს იმას, რაც რუსეთმა 2008 წელს „რესპუბლიკის ხალხისთვის“ გააკეთა და რომ რეგიონის „სტრატეგიული პარტნიორობა“ რუსეთთან კვლავ „დიდი მნიშვნელობისაა“. ამავდროულად, პუტინმა კამბოლოვს ცხინვალის „პრემიერ-მინისტრად“ დანიშვნა მიულოცა.

რუსულმა გამოცემა „როსიისკაია გაზეტამ“, რომელმაც ასევე გააშუქა შეხვედრა, აღნიშნა, რომ პუტინმა კამბოლოვს წარმატება უსურვა მომავალ „არჩევნებზე“ და „რესპუბლიკის მაცხოვრებლების მხრიდან მხარდაჭერის იმედი გამოთქვა“.

„ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა