მსახიობმა და პოეტმა ნიკო გომელაურმა სულ 39 წელი იცოცხლა, მაგრამ ძალიან საინტერესოდ – უამრავი დაუვიწყარი როლები, ლექსები და ინტერვიუები დაგვიტოვა.
“არტ ინფო” გიზიარებთ ამონარიდს ნიკოს ერთ-ერთი ინტერვიუდან:
“…. იმას ჰგონია, რუსთაველი რომ იყო მეთორმეტე საუკუნეში, თვითონ ყველაფერი ეპატიება. მერე რაც გინდა, 8 საუკუნე, 9 საუკუნე, აკეთე: იყავი უზრდელი, უკულტურო, ქვის მსროლელი, მაგინებელი, ძმისთვის ზურგში ჩამრტყმელი.. ის ხომ იყო, კაცო – შოთა?! და ეს კმაყოფილია!
როგორ “შოთა”? რის “შოთა”? სად არის შოთა? რაც დაგიტოვეს – აკეთე ის!”